გედევან ფოფხაძე მერაბ გაბინაშვილს - თქვენმა გადაწყვეტილებებმა ბოლო მოუღო სააკაშვილს, თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს „ოცნებას“

მიმაჩნია, რომ თქვენმა პოზიციამ და გადაწყვეტილებებმა ბოლო მოუღო მიხეილ სააკაშვილს, თქვენნაირი კანდიდატების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს „ქართულ ოცნებას“,-ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მანამდე გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატის პასუხით , თუ რა რეჟიმი მოქმედებდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რაზეც მერაბ გაბინაშვილისგან პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ გედევან ფოფხაძემ გაბინაშვილს გერმანიის დემორკატიულ რესპუბლიკაში „მოსამართლეების ბედი“ შეახსენა.

„გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებით მაინტერესებს. ხომ იცით, რომ ასეთი სახელმწიფო არსებობდა? მე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ, რომ იცით ისტორია და იცით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაც. როცა გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანება მოხდა, თქვენთვის ცნობილია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოსამართლეების ბედი როგორ გადაწყდა?“-იკითხა ფოფხაძემ, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ნაწილი თავად წავიდა სისტემიდან, ნაწილი კი პასუხისგებაში მისცეს და დაამატა, რომ გედევან ფოფხაძის კონტექსტი მისთვის მიუღებელია.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს უსმენენ. მერაბ გაბინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა