ჟორდანიას კლინიკა - არჩილ ხომასურიძეს  კლინიკის სახელით უკანონოდ სარგებლობის უფლება ჩამოერთვა

„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, დავის დასრულებამდე არჩილ ხომასურიძეს “ვივო მედიქალ ჯგუფში” არსებული ჟორდანიას კლინიკის სავაჭრო ნიშნის ან მისი მსგავსი აღნიშვნის გამოყენება სამედიცინო მომსახურების სფეროში აეკრძალა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჟორდანიას კლინიკიდან აცნობეს.

სამედიცინო ცენტრის ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული კლინიკის სახელით მოქალაქე არჩილ ხომასურიძე უკანონოდ სარგებლობდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ამ სავაჭრო ნიშნით სამედიცინო მომსახურების შეთავაზება აეკრძალა, რასაც შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებელი და არჩილ ხომასურიძე უკანონოდ სარგებლობდა ჟორდანიას კლინიკის ათწლეულების განმავლობაში შექმნილი რეპუტაციით.

„ჟორდანიას კლინიკა ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მსოფლიოში, რომელიც 1958 წელს პროფესორ იოსე ჟორდანიას მიერ დაარსდა და რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. არსებობის მანძილზე ინსტიტუტში ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღე არსებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე, პრაქტიკულად ყველა წარმატებული კლინიკისა თუ ექიმის ცოდნა, გამოცდილება, ინოვაცია ჟორდანიას კლინიკის სახელს უკავშირდება. 2016 წელს ის „ვივო მედიქალ ჯგუფში“ გაერთიანდა,სრულად განახლდა და წამყვან ესპანელ ემბრიოლოგებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისებით უზრუნველყოფს ქართველ დ აუცხოელ წყვილებს. დღეს ჟორდანიას კლინიკა 2 ფილიალით ვაკის და დიღმის კლინიკებით, წარმოადგენს წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტს იძლევა.

ჟორდანიას კლინიკის სავაჭრო ნიშანი კი „ვივო მედიქალ ჯგუფზეა“ რეგისტრირებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა