გიორგი ტყემალაძე - ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, ყველა მისია საგრძნობ გაუმჯობესებას აღნიშნავს

დღეს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში ევროსაბჭოს როლზე ისაუბრა.

„კონგრესის მონიტორინგის მისიები, შეფასებები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის ყველა მისია ცალსახად აღნიშნავს საგრძნობ გაუმჯობესებას ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ კონგრესის რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისიწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომ რეფორმებში”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების აქტიური მხარდამჭერისთვის ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესს მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს