"ბიბლუსში" "ლიბერთინსის" კვირეული და დიდი ფასდაკლება გრძელდება

"ბიბლუსის" მაღაზიებში "ლიბერთინსის" კვირეული გრძელდება. Palitra L-ის ინფორმაციით, ფასდაკლებები 6 ოქტომბრის ჩათვლით, "ბიბლუსის" ყველა ფილიალში იმოქმედებს. მათივე ცნობით, გარდა ამისა, განსაკუთრებული ფასდაკლების დღეები იქნება ცალკეულ ფილიალებში სხვადასხვა ქალაქებში.

კვირეულის ფარგლებში, მკითხველს ელის წიგნის წარდგენები, ფილმის ჩვენება, გათამაშებები. 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) რეიჩელ ლიპინკოტის წიგნის "ორი ნაბიჯი შენამდე“ წარდგენა გაიმართება. წიგნს "ლიბერთინსის" მკითხველი უკვე ელის. მისი შეძენა ღონისძიებაზე 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ამ ახალი გამოცემის შეძენას მკითხველი ფასდაკლებით 30 სექტემბერსაც შეძლებს. 17:00 საათზე, "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) უკვე იმავე სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართება.

მანამდე კი, 27 სექტემბერს იმავე ლოკაციაზე გაიმართება "ლიბერთინსელებთან" შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოსულ სტუმრებს ელით გათამაშება და 40%-იანი ფასდაკლება წიგნებზე - ლი ბარდუგო "ყვავების ექვსეული"; ბეკა ფიცპატრიკი - "ფინალი".

50%-იანი ფასდაკლება იქნება ქუთაისის ბიბლუსის მაღაზიებში 26 სექტემბერს შემდეგ წიგნებზე: რეი ბრედბერი - "ბოროტი მოდის"; რეინბოუ რაუელი - "ელინორი & პარკი"; ერნესტ კლაინი - "პირველი მოთამაშე, მოემზადე"

1 ოქტომბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით კი, კვირეულის ფარგლებში, 30%-იანი ფასდაკლება იქნება "ლიბერთინსის" აქსესუარებზე ბიბლუსის მთელს ქსელში.

2 ოქტომბერს თბილისის "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) გაიმართება მარკუს ზუზაკის წიგნების "თიხის ხიდისა" და "წიგნის ქურდის წარდგენა", რომლის ფარგლებშიც, "ბიბლუსის" 30-ლარიანი და 50-ლარიანი ვაუჩერები გათამაშდება“, - აღნიშნულია Palitra L-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსის მაღაზიათა" ქსელში ასევე მიმდინარეობს 1+2 აქცია, რომლის ფარგლებშიც ფასდაკლება 6 ოქტომბრის ჩათვლით კვირეულთან ერთად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო