სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00- 20:30 საათების შუალედში მიმართავს.

გენერალურ ასამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ-ორკში თავს იყრის მსოფლიოს 100- ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს გენერალური დებატების მთავარი თემაა: „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება."

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საპარლამენტო მოდელის პირობებში აღნიშნული უფლებამოსილება პრეზიდენტს აღარ ეკუთვნოდა და პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წინა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არასდროს მისცემია. ხელისუფლების აღნიშნული პოზიცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა