ირაკლი მეზურნიშვილი შოთა გეწაძეს - გრძნობთ თუ არა მორალურ დისკომფორტს, რომ მოქალაქეობა ჩამოართვით ადამიანს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მეტი დამოუკიდებლობა მოგცათ?

გრძნობთ თუ არა მორალურ დისკომფორტს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეობა თქვენ ჩამოართვით იმ ადამიანს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ თქვენ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება მოგცათ და ამხელა რეფორმა განახორციელა მისი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე? - აღნიშნული კითხვით უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მიმართა.

აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით, გეწაძემ განაცხადა, რომ პასუხს ვერ გასცემდა.

„ძალიან უხერხული შეკითხვაა, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის. არც კი ვიცი, რა პასუხი გაგცეთ. როგორ შეიძლება მოსამართლე ფიქრობდეს იმას, რომ დღესაც იმ კანონმდებლობის პირობებში, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და თან დაგეთანხმოთ მორალურ დისკომფორტში. შეუძლებელია ამაზე ერთმნიშვნელოვანი და ვინმესთვის მოსაწონი პასუხის გაცემა, მე ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს“, - განაცხადა გეწაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა