კახა კალაძე - გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს , რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის