ეკა ბესელია - მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება - ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, ნუ აკეთებს ასეთ ბეც განცხადებებს

სიბრიყვეა, უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს," - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრ მაკა ცქიტიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერის განცხადებები, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმე გახსნილია, არის უპასუხისმგებლო.

ბესელიამ ინფრასტრუქტურის მინისტრს ურჩია, პრემიერთან შევიდეს და ჰკითხოს, ეს საქმე გამოძიებულია თუ არა.

"ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ ახლა გამოიძიებს პროკურატურა. 8 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ორჯერ გავრცელდა უკანონო ჩანაწერები ჩემთან დაკავშირებით. დღემდე არ არის გამოძიებული. ვინმემ მაია ცქიტიშვილს ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ ეს საქმე გახსნილია. ის მაინც უთხრან, რომ არ არის ეს საქმე გახსნილი, მიუხედავად საჯარო დაპირებისა და დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება.

ამ დიდმა პიარ-სამსახურმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ჰყავს, იქნებ ურჩიოს ცქიტიშვილს, რომ თავი დაანებოს ამ თემაზე კომენტარების კეთებას, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და არ მინდა, რომ არაკორექტული რამე წამომცდეს, მაგრამ სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ამ თემით იღლება. ის მაინც უნდა იცოდეთ, ქალბატონო მაია, რომ არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და ჰკითხეთ, გახსენით ეს საქმე თუ არა-თქო და გეტყვით, რომ ვერ თუ არ გახსნეს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, არასერიოზულია ახლა იმის დაჯერება, რომ საგამოძიებო ორგანო იმ პირთა ფარული ჩანაწერების საქმეს გამოიძიებს, რომლებიც ამ თემაზე არ საუბრობენ, რადგან მისი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

"პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ჩაებნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, მაგრამ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, პროკურატურას დღემდე არ გამოუძიებია. ამიტომ მე ვურჩევ, იქნებ დროზე მაინც დაადგინონ, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე...

შორს არ ვარ, აქვე ვარ. რომ მხედავენ, არ ახსენდებათ, რომ ეს საქმე გამოუძიებელია?.. ეს ისეთი კომიკური პოზიციაა, რომ პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რამდენად არასერიოზულად იქცევიან. ამ მკვახე განცხადებებში გამოირჩევიან ის ადამიანები, ვინც დავალებების ბრმად შემსრულებლები არიან,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს