ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენები არის ტანჯვა და ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი ყოველ დღე იტანჯებიან

ვინ იტყუება გაბინაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი? - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან უზენაესი სასართლოს მოსამართლეობის კანსიდატის, მერაბ გაბინაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაბინაშვილი ამბობს, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის თავისუფლები იყვნენ.

"თუ გაბინაშვილია მართალი, მაშინ ივანიშვილი წააგებს 2020 წელს. გაბინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფიას აყენებს თავდაყირა," - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მათი მხარდაჭერისთვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"ქართული ოცნება ვეღარ დაუძახებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმას, რასაც ეძახის. ამას თუ შეელევა, მაშინ წააგებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი არა სხვებთან წააგებს არჩევნებზე. თუ „ქართული ოცნება“ ამ კანდიდატებს საშუალებას მისცემს დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, ის დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ დონეზე მორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, იმხელა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რომ არ ვფიქრობ, რამენაირად მოხდეს ამის დაბალანსება უზენაეს სასამართლოში ამ მოსამართლეების გაყვანით.

იმდენად უხერხული განხილვები მიმდინარეობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არა მარტო გეწაძის, არამედ რაც უკვე გავიარეთ, უნდა გაუჭირდეს ალანიას, გაბინაშვილის, ყველა იმ მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილების მიღება, ვინც იყო ადეიშვილის მოსამართლე," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი, რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.

"ეს არის მათთვის ტანჯვა და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი იტანჯებიან ყოველ დღე ამ მოსმენების დროს,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო