„საქართველოს ბანკი“ სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, საგრანტო კონკურსი მიზნად საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებასა და შშმ პირების დასაქმებას ისახავს. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოციალური საწარმოს ის პროექტი დაფინანსდება, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს ეკონომიკური და სოციალური მიზანია. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს.

„საქართველოს ბანკი“ 2017 წლიდან სოციალური საწარმოების დაფინანსებას ახორციელებს, ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა 50 000 ლარით ფინანსდება.

11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით 4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18:00 საათზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება.

განაცხადის შევსება საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი: www.tree.ge.დაინტერესებულ პირებს დაკავშირება შემდეგ ელ-ფოსტაზე : www. grants@tree.ge და შემდეგ ტელეფონის ნომერზე შეუძლიათ: 2 44 44 93 „ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს