შოთა გეწაძე - აბორტის ტოტალური აკრძალვის მომხრე არ ვარ

ექსტრემალური ვითარების გარდა აბორტი უნდა აიკრძალოს, -ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, მას შემდეგ რაც რომან გოცირიძემ აბორტთან დაკავშირებით კომიტეტზე გეწაძის სტატია წაიკითხა.

„თქვენ წაიკითხეთ ამონარიდი, მაგრამ არ გიხსენებიათ, რომ ეს არის ჩემი სტატია და არა ჩემი სამოსამართლეო გადაწყვეტილება, რაც პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სასამართლო გადაწყვეტილებაში მე არასდროს არ ჩამიწერია ასეთი რამ. საზოგადოებამ რომ გაიგოს ვიტყვი, რომ სტატაში ვსაუბრობ როგორც მეცნიერი და არა როგორც მოსამართლე, სადაც ჩემი შეხედულებების გამოთქვამში უფრო თავისუფალი და უფრო თამამი ვარ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებებში, სადაც მე ვსაუბრობ არა ჩემი სახელით და გვარით, არამედ საქართველოს სახელით. სტატია ჩემი სახელითაა დაწერილი. მე არ ვარ აბორტის ტოტალური აკრძალვის მომხრე. პირიქით, ამის წინააღმდეგი ვარ და ვამბობ, რომ სრული აკრძალვა გულუბრყვილობაა, არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა და გადაინაცვლა მიწისქვეშეთში“, - განაცხადა გეწაძემ და იქვე განმარტა რა ვითარებაშია დასაშვები აბორტი, მაშინ როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან როდესაც ორსულობა დამდგარია გაუპატიურების ან ინცესტის გზით.

„გამოდის რომ თქვენ თვლით, ექსტრემალური პირობების გარდა აბორტი უნდა აიკრძალოს“, - მიმართა გეწაძეს დეპუტატმა რომან გოცირიძემ, რაზეც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის წევრმა უპასუხა “დიახ, რა არის ამაში უცნაური“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა