EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ

საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით, - ამის შესახებ EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, საქართველო თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში.

„EBRD-სა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა. რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 235 პროექტში 3,4 მილიარდ ევროს აღწევს და ამით საქართველო თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. ამასთან, ჩვენი ინვესტიციები ფარავს ფინანსურ ინდუსტრიას, წარმოებას, მთავრობის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ“, - აღნიშნა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომელზეც ძირითადად ენერგეტიკის სექტორი იქნა განხილული.

„ამ სფეროში ჩვენ პარტნიორები ვართ და ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით“, - აღნიშნა იურგენ რიგტერნიკმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა