რომან კაკულია - ტყიბულში მიმდინარე პროცესები ნამდვილად იმსახურებს საკომიტეტო მოსმენებს

ტყიბულში მიმდინარე პროცესები ნამდვილად იმსახურებს საკომიტეტო მოსმენებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტყიბულელი მაღაროელების პრობლემებს. კაკულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეთანხმება დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში მივიდეს.

„იქ მიმდინარე პროცესები საკომიტეტო მოსმენებს ნამდვილად იმსახურებს. ხვალ ქალბატონ ნათიასთან შეხვედრა მაქვს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. დროის მიზანშეწონილებას, იქიდან გამომდინარე, რა ღონისძიებებიც აქვს დაგეგმილი თავად მთავრობას, ჩვენ შევთანხმდებით, მაგრამ ვეთანხმები, რომ აუცილებლად საჭიროა მთლიანობაში კომიტეტმა მოისმინოს სამომავლო გეგმებიც, აქამდე მიღწეული შედეგებიც“, - აღნიშნა კაკულიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროა თუ არა, რომ სახელმწიფომ უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს კომპანიების მიმართ, როდესაც საქმე დასაქმებულის უფლებებს ეხება, კაკულიამ უპასუხა, რომ გარკვეული სიმკაცრე საჭიროა.

„უნდა დაგეთანხმოთ. აქ ალბათ იკვეთება ასეთი დამოკიდებულება, რაც ერთი შეხედვით ასე ჩანს, რომ გარკვეული სიმკაცრე საჭიროა ნამდვილად იმ ინსტრუმენტების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. სწორედ მაგას ნიშნავს საკომიტეტო მოსმენა, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, რამდენად რეალურად იყო გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი, რაც სახელმწიფოს აქვს,"- აღნიშნა კაკულიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა