ანა დოლიძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „შუადღის რადიოსტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში დაფუძნდება და ის გრძელვადიანი იქნება.

„მე ახლა საზოგადოებრივად ვმოღვაწეობ და ძალიან დიდი ინტერესი მაქვს ამის მასშტაბის გაზრდის. ვუყურებ და გული შემტკივა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენად შემიძლია, რომ რაღაცებზე პასუხისმგებლობა მე ავიღო. ამას, რა თქმა უნდა, მე მარტო ვერ გავაკეთებ. უამრავ ხალხს ვხვდები, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ მე ისეთ ხალხთან ერთად შემიძლია პრინციპებზე შეთანხმება, რომლებიც ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იქნებიან აფილირებულნი. პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ გავერთიანდეთ ვინმეს გარშემო ან ვინმესთვის. მე მაქვს მთელი პრინციპების ჩამონათვალი, რომლის გარშემოც მინდა, რომ ვიღაცებთან შევთანხმდე. ასეთი ხალხი არსებობს. უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. სულ არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები გვერდზე უნდა გავწიოთ. საზოგადოებრივი მოძრაობა პრო-დასავლური ვექტორის იქნება და იქნება ისეთი პლატფორმა, რომელიც 2020-ში ამინდს შექმნის. ეს მოძრაობა იქნება ერთ-ერთი ნიშანი იმ ხალხისთვის, რომელთაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდათ“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო