არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებასაც აქვს პოზიცია, რაც გამოჩნდა ოზურგეთში პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე, რომ ეს არის უდავოდ დემოკრატიული ცვლილებები

საზოგადოებასაც აქვს პოზიცია, რაც გამოჩნდა ოზურგეთში განხილვაზე, რომ ეს არის უდავოდ დემოკრატიული ცვლილებები და დემოკრატიული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში, პროპორციული საარჩევნო სისტემის საჯარო განხილვის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი გახსნილი და კონსტრუქციულია და ის დარწმუნებულია, რომ ეს საბოლოო ჯამში, ქვეყანას გამოადგება.

„აქტიური განხილვა შედგა ოზურგეთში, ალბათ გასაკვირიც არ არის, აქ ყველა მოქალაქე ზედმიწევნით კარგად ერკვევა პოლიტიკაში. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტები მოქალაქეებს პროპორციულ სისტემასთან, ნულპროცენტიან ბაერიერთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრეთ ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაშია დაგეგმილი. საერთო ჯამში, საზოგადოებასაც აქვს იგივე პოზიცია, რაც გამოჩნდა ამ განხილვაზე, რომ ეს არის უდავოდ დემოკრატიული ცვლილებები, ეს არის ნამდვილად დემოკრატიული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან და რაც მთავარია, ამაში დიდი თანამონაწილეობა აქვს საზოგადოებას და მოქალაქეებს. ჩვენ გვჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც საზოგადოების აზრს და მოქალაქეების აზრს ეფუძნება და ეს პროცესი - საჯარო განხილვები, კონსულტაციები ოპოზიციასთან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გახსნილია პროცესი, არის კონსტრუქციული პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოო ჯამში გამოადგება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს