ლია გიგაური პანკისის ხეობის სოფლებში - საკობიანოში, ქორეთში, ყვარელწყალსა და დუისში იმყოფებოდა

შეხვედრებზე წამოწეული ყველა საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებლად გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა პანკისის ხეობის სოფლებში - საკობიანოში, ქორეთში, ყვარელწყალსა და დუისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრების მიზანი მოსახლეობისაგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო, რათა მომავალი წლის ბიუჯეტი იმგვარად დაიგეგმოს, რომ მათ მოსაგვარებლად საჭირო სახსრები გამოიყოს.

გამოწვევების გაზიარების გარდა, შეხვედრებზე ოთხი სოფლის მოსახლეობამ რეგიონში დაგეგმილი სიახლეების შესახებაც მოისმინეს. ადგილობრივებს საკუთარი მოსაზრებებისა და ხედვების გამოთქმის შესაძლებლობაც მიეცათ.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის შეფასებით, მოსახლეობასთან შეხვედრა ინფორმაციული თვალსაზრისით სასარგებლო და ამავდროულად აუცილებელია, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყოფილ იქნას.

„მეორე დღეა პანკისის ხეობის მოსახლეობას ვხვდებით და მათგან სოფლების საჭიროებების შესახებ ვისმენთ. ამ ორ დღეში რვა სოფლის მოსახლეობამ გამოკვეთა ის მიმართულებები, რომლებიც ხეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრიორიტეტულად შეიძლება დასახელდეს სასმელი წყლისა და გზების პრობლემა. თუმცა, ძალიან საინტერესო იყო ახლაგაზრდების მიერ წამოწეული საკითხები - კულტურის ცენტრების შექმნა და განვითარება, სხვადასხვა სახელოვნებო წრის გახსნა და რაც მთავარია, ვაინახური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. ამ მხრივ მათ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლისაგან წინასწარი თანხმობა მიიღეს. მოსახლეობასთან შეთანხმება შედგა და შეხვედრებზე წამოწეული ყველა საკითხი ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებლად გათვალისწინებული იქნება. რამდენიმე თვის შემდეგ მათ ისევ შევხვდებით და შედეგს გავაცნობთ“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრები - ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა