ანრი ოხანაშვილი - ეკა ბესელია არ არის აქტუალური არც ამომრჩევლისთვის, არც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის და არც პარლამენტისთვის

ეკა ბესელია არ არის აქტუალური არც ამომრჩევლისთვის, არც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის და არც პარლამენტისთვის, ამიტომ მე მისი კომენტარი არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ რაიმე განცხადება გავაკეთო, - ასე ეხმიანება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებებს, რომლებითაც ის ოხანაშვილს და მმართველი გუნდის სხვა წევრებს აკრიტიკებს.

„როცა თავს დებ უფლებადამცველობაზე და აცხადებ ასეთ ბრალდებას პარლამენტის წევრთან მიმართებით, რომ თურმე, ვიღაც არის შანტაჟის ქვეშ და ხარ მოწოდებით უფლებადამცველი, როგორც მას წარმოუდგენია და არ ცხადდები საგამოძიებო ორგანოში, რომ ითანამშრომლო და მისცე ჩვენება იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მისი განცხადებით, არის რისკის ქვეშ, რომ მას აშანტაჟებენ, იქ იმსხვრევა მითი, ე. წ. უფლებადამცველობის შესახებ,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ კამერების ობიექტივში მოხვდეს ადამიანი.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა ანრი ოხანაშვილს შეახსენეს, რომ ეკა ბესელია ორშაბათს გეგმავს პროკურატურაში გამოცხადებას, დეპუტატმა განაცხადა, რომ არ იცის ამის შესახებ. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე ჰკითხა ოხანაშვილს, მან ჟურნალისტს მიმართა -„თქვენ ეკა ბესელიას ადვოკატი ხართ?“

„ ვიცი, რომ იყო დაბარებული და არ გამოცხადდა, გეკითხებით, ორშაბათამდე ადამიანი თუ დააშანტაჟეს და მისი უფლება დაირღვა, სად არის თქვენი უფლებადამცველობა მაშინ? ნუ იქნებით ადვოკატები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო