ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად" ჩატარდა

25 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად" ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

აქციის ფარგლებში, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ექიმებმა, დონორობის მსურველი უწყების თანამშრომლებისა და ვეტერანებისაგან სისხლი ჩაიბარეს, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს მოხმარდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სისხლის უანგარო დონაციის აქციაში წელიწადში რამდენიმეჯერ იღებს მონაწილეობას.

"ვეტერანები ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის იდგნენ სიცოცხლის სადარაჯოზე, საკუთარი სისხლით იცავდნენ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს. დღესაც ასე გრძელდება. მადლობა ვეტერანებსა და სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. თითოეული ადამიანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. სიკეთე გადამდებია!" - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 20-მდე ვეტერანმა მიიღო მონაწილეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა