უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მოსამართლეების დაკომპლექტება პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ხდებოდა

წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა უმთავრდება, ყველა ადამიანები ვართ, ყველას უკან ოჯახია, გარკვეული ვალდებულებებია და ეს ფსიქოლოგიური მომენტები გამორიცხული არ არის იყოს საფუძველი იმისა, რომ იმოქმედოს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის კითხვის პასუხად განაცხადა. დეპუტატმა მას ჰკითხა, 2009 წელს აქციაზე დაკავებული დაჩი ცაგურიას საქმის განხილვის დროს, თუ განიცდიდა პოლიტიკურ ზეწოლას.

მირანდა ერემაძის თქმით, არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

რაც შეეხება იმ დროისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, როგორც ერემაძე ამბობს, ამ მიმართულებით იყო გარკვეული პრობლემები, რაც განსაკუთრებით იგრძნობოდა სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეების შემთხვევაში.

მისივე თქმით, მოსამართლეების დაკომპლექტება პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ხდებოდა.

„რა პრობლემები იყო იმ დროს სასამართლო სისტემაში შემიძლია ვისაუბრო. ჩემთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა იწყება საკანონმდებლო გარანტიებით. ვითარება იყო როგორი: იუსტიციის საბჭოში უმრავლესობაში იყვნენ პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები არ გახლდნენ მოსამართლეები, მოსამართლე დანიშვნის დროს იყო მიბმული ვადაზე, რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია იყო მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი სამსახურიდან და ეს გამოცდილება წლების განმავლობაში, წრეზე დადიოდა ქვეყანა და ხელისუფლების ცვლილებების შესაბამისად, პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ხდებოდა მოსამართლეების დაკომპლექტება, ეს გამოცდილებაც გავლილი გვქონდა. მაქსიმალურად კანონმდებლობა იყო მორგებული იმისთვის, რომ შეზღუდული ყოფილიყო მოსამართლის უფლებამოსილება, მათ შორის, ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა სისხლის სამართალში, რაც მე ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მათ შორის, პირდაპირ ვიტყვი, დამალული არ არის, რომ გაიდლაინები არსებობდა სპეციალური, რომ სასჯელებთან მიმართებით მიდგომა ყოფილიყო მკაცრი. წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა უმთავრდება, ყველა ადამიანები ვართ, ყველას უკან ოჯახია, გარკვეული ვალდებულებებია და ეს ფსიქოლოგიური მომენტები გამორიცხული არ არის იყოს საფუძველი იმისა, რომ იმოქმედოს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე“, - განაცხადა მირანდა ერემაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო