გიგა ბოკერია მირანდა ერემაძეს - იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას თქვენი და ილონა თოდუას პასუხი წერტილ-მძიმით იდენტურია, ეს რამე შეთქმულებაა თუ დაემთხვა?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძესა და ილონა თოდუას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე იდენტური პასუხები აქვთ გაცემული.

აღნიშული განცხადება, გიგა ბოკერიამ პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს უსმენენ. ბოკერიას თქმით, მოსამართლეობის ორივე კანდიდატის პასუხი, რომელიც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ამოიღო, სიტყვა-სიტყვით იდენტურია.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თქვენთან გასაუბრებისას ერთ-ერთ კითხვაზე, რატომაა მოსამართლედ მუშაობა თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა წარმოდგენა გაქვთ ზოგადად მოსამართლის სტატუსზე, თქვენი პასუხი არის შემდეგი - სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს. ეს იყო თქვენი პასუხი, თუმცა შემეშალა, ეს იყო ილონა თოდუას პასუხი თუ თქვენი, ხომ არ გახსოვთ? წერტილ-მძიმით იდენტურია თქვენი და ილონა თოდუას პასუხი, ეს რამე შეთქმულებაა თუ უბრალოდ დაემთხვა“, - განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულზე მირანდა ერემაძემ განაცხადა, რომ მას გასაუბრებაზე მსგავსი პასუხი არ გაუცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა