ირაკლი სესიაშვილი - სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი, უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მდომოდა,  თუმცა ძირითადი აქცენტები, რაც იყო გასაკეთებელი გაერო-ს ტრიბუნიდან, მან გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა ყველა გამოწვევაზე ისაუბრა, რაც ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშეა, მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქ შეიძლება, სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, როდესაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე.

მისი თქმით, თავისთავად ცხადია, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ყოველთვის ძალიან ღირებულია.

„სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისგან მეტს ველოდი, უფრო სწორად, შეიძლება მეტის მოსმენა მდომოდა, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ის ძირითადი აქცენტები, რაც იყო გასაკეთებელი ამ მაღალი ტრიბუნიდან, მან გააკეთა, თუმცა, ჩემთვის შეიძლება, სხვა აქცენტებიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო“, - განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, რა მიმართულებით დააკლდა აქცენტები, სესიაშვილმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, რომ მისი გემოვნებით უნდა მოახდინოს აღნიშნული საკითხის კომენტირება.

„საერთო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერზე ისაუბრა, გამოწვევებზე, რაც ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებობს. მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აქ შეიძლება, სხვა ფორმით, მწვავედ თუ რბილად, უფრო მეტი თქმულიყო, რაც მე შეიძლება დამაკლდა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს