ირაკლი აბესაძე - სამწუხაროა, რომ პარლამენტში პოლიტიკური გადაჯგუფებების გამო, უკვე რამდენიმე თვეა, ნდობის ჯგუფი არ შეკრებილა

ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხორციელებული კონტროლი დიდწილად ფორმალური ხასიათისაა, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტში პოლიტიკური გადაჯგუფებების გამო უკვე რამდენიმე თვეა, ნდობის ჯგუფი არ შეკრებილა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ნდობის ჯგუფის მიერ განხორციელებული კონტროლის ფორმალური ხასიათისა, ამ ტიპის კონტროლის მექანიზმის უმოქმედობა, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სამწუხაროა.

„ქვეყანაში, სადაც სამართალდამცავი სისტემის დიდი რესურსი იხარჯება არამიზნობრივად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კონტროლის მექანიზმის უმოქმედობა ძალიან სამწუხაროა და ის უარყოფითად აისახება ყველაფერზე.

ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბიუჯეტირების პროცესი მიმდინარეობს და ხდება სამართალდამცავი სისტემის ბიუჯეტის საიდუმლო ნაწილის შედგენა, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, გავეცნოთ, თუ როგორ ხდება საბიუჯეტო სახსრების და მატერიალური რესურსების გამოყენება, რამდენად დაიგეგმება ის 2020 წლისთვის იმ მიზნების შესაბამისად, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, თუ ის კვლავ იქნება მორგებული არჩევნებს, რომელიც მომავალ წელს გაიმართება და ამასთან, საარჩევნო პოლიტიკურ მიზნებს, რაც რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არის უკანონო. დღეს ჩვენ შევთანხმდით სამუშაო გრაფიკზე, დაიწერა, როგორ მოხდება ამ უწყებების კონტროლი და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში", - განაცხადა აბესაძემ.

ნდობის ჯგუფის სხდომა დღეს გაიმართა და ის საორგანიზაციო იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა