დამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეობის იმ კანდიდატებთან გასაუბრებას გეგმავენ, რომლებიც 20-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ

დამოუკიდებელი დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებთან გასაუბრებას გეგმავენ, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 20-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრების ჩატარება პარლამენტში იგეგმება და პროცესის გადაცემა პირდაპირ ეთერში მოხდება.

„ვგეგმავთ, დავიწყოთ პარალელური პროცესი და ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ „კლანის გემოვნებაში“, რომ მობრძანდნენ პარლამენტში და დაახლოებით იგივე ფორმატში დავუსვათ მათ კითხვები. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს შეხვედრები განხორციელდეს პირდაპირ ეთერში, არის ამის ტექნიკური შესაძლებლობები. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტნიორებს, საზოგადოების წევრებს, ისინიც მობრძანდნენ, დააკვირდნენ პროცესს და სურვილის შემთხვევაში დაუსვან კითხვები. ვფიქრობთ, ეს არის სწორი და კარგი. ეს არის დამოუკიდებელი დეპუტატების იდეა. ეს იქნება ღია შეხვედრები, ნებისმიერ მსურველს, როგორც ოპოზიციიდან, ასევე პოზიციიდან, შეუძლია მოვიდეს და იაქტიუროს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს