საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთვნენ

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთვნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში და მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.

„დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში სისხლის უანგარო დონორთა აქცია გაიმართა. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დონაციის აქციის „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს. ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან საქართველოს მასშტაბით 70-მდე კლინიკა მარაგდება, მათ შორის არის, როგორც ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო და კერძო კლინიკები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს