ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს - ნაძირალა, არაკაცო, ადეიშვილის ხელის ბიჭო!

ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს, შენ ნაძირალა, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ბესელია ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც „ბესელიას მორალს“ შეეხებოდა.

„რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი?... თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ... ჩმორო, არაკაცო“, - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, დავით მათიკაშვილმა ბესელიას სხდომათა დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.

„თავი შეიკავეთ ქალბატონო ეკა, დარბაზში ბრძანდებით და საზოგადოება გიყურებთ. სასწრაფოდ დაატოვებინეთ ეკა ბესელიას დარბაზი. ღირსეული ქცევით უნდა იყოს გამორჩეული დეპუტატი და არა ისე, როგორც თქვენ იქცევით ახლა აქ. დაატოვებინეთ სასწრაფოდ, წესის დამრღვევს“, - მიმართა მათიკაშვილმა მანდატურებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ხელი დაარტყა.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შემოდგომის ბოლოს რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო "ლიდერშიფში“
ქართული პრესის მიმოხილვა 01.09.2022
ნატა საბანაძე - ჩვენგან ელიან მორალური და პოლიტიკური კომპასის გასწორებას და დიპლომატიური გზებით იმის ჩვენებას, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები არ შეცვლილა
ევროპის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT და თურქული საფეხბურთო კლუბი "ტრაბზონსპორი" ბლოკჩეინის განვითარებას ერთად შეუწყობენ ხელს
სამსუნგის სარეცხი მანქანა AI Ecobubble™ ტექნოლოგიით - ჭკვიანი რეცხვა, უნაკლო სისუფთავე
Dr. Botanicals, Skinchemists, Organic & Botanic და Piuma - ექსკლუზიურად Veli.store-ზე