სოფო კილაძე ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე - სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის აქტი

არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ, დეპუტატს მოეთხოვება თავშეკავება,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცის კომიტეტის თავმჯომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებას გამოხმაურა.

მისი თქმით, დღე საზოგადოებამ ძალადობის ფაქტი იხილა, რაც სამწუხაროა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის ფაქტი. ძალადობის ფაქტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. პარლამენტი უნდა აძლევდეს საზოგადოებას მაღალი ეთიკური სტანდარტის მაგალითს. არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებონდენ. დეპუტატს მოეთხოვება თავშეკავება და მაღალი ეთიკური სტანდარტი",-განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში ხელი ჩაარტყა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა ბესელიას შესახებ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო