„ნაციონალური მოძრაობა“  სერგეი ლავროვთან შეხვედრასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანს პარლამენტში დაიბარებს

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ასეთ ფორმატში შეხვედრა არის რუსეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი და დაგვტოვოს მარტო საერთაშორისო მონაწილეების გარეშე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“

თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, განუცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკომიტეტო მოსმენის ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, პარლამენტში დაიბარებს, რათა ამ შეხვედრის შინაარსისა და მიზანშეწონილობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

„ფაქტობრივად, ყველაფერი ვითარდება იმ სცენარით, რაზეც გავრილოვი არაერთხელ საუბრობდა რუსულ მედიასთან. რეპრესიების მოთხოვნა, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასჯა და ა. შ. მისი ბოლო განცხადებით იგი მიესალმა გახარიას დანიშვნას პრემიერ-მინისტრად და გამოთქვა იმედი პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე. ლავროვის უტიფარი განცხადება, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ”შერაცხადი მთავრობა” და შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა, ამ გეგმის დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო. ასეთ ფორმატში შეხვედრა არის რუსეთის მცდელობა, ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი და დაგვტოვოს მარტო საერთაშორისო მონაწილეების გარეშე. ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი მოქმედებები (შანტაჟის, დაყვავების, მათრახისა თუ თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენება) საბოლოოდ ჟენევის ფორმატის ფორმალურ მექანიზმად გადაქცევას მოემსახურება. მსგავსი დონის შეხვედრის გამართვა საზოგადოებისგან ფარულად დაუშვებელია. ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუწევს“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა