„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში „ლიბერთინსის“ წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება გრძელდება. კვირეული, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს კიდევ უამრავი სიურპრიზი ელოდება, 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L-დან“ აცნობეს, 25 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში, რეიჩელ ლიპინკოტის წიგნის „ორი ნაბიჯი შენამდე“ წარდგენა გაიმართა. 30 სექტემბერს, 17:00 საათზე, კი "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) იმავე სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართება. ღონისძიების განმავლობაში, წიგნის შეძენას მკითხველი 20%-იანი ფასდაკლებით, საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ ყველა მაღაზიაში შეძლებს.
მათივე ინფორმაციით, „ლიბერთინსის“ კვირეულის ფარგლებში, 27 სექტემბერს „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) პროექტ „ლიბერთინსის“ წევრებთან შეხვედრაც გაიმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელოდებათ გათამაშება და 40%-იანი ფასდაკლება წიგნებზე - ლი ბარდუგო „ყვავების ექვსეული“; ბეკა ფიცპატრიკი - „ფინალი“.

„კვირეულის განმავლობაში, ისეთ გამოცემბზეა ფასდაკლებები, რომლითაც, ვფიქრობ, ყველა თინეიჯერი დაინტერესდება. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მეც აუცილებლად შევიძენ მეგობრებისთვის რამდენიმე წიგნს“, - განაცხადა პროექტ „ლიბერთინსის“ ერთ-ერთმა წევრმა ტასო დევდარიანმა.
„პალიტრა L-ის“ ცნობით, 50%-იანი ფასდაკლება იქნება ქუთაისის „ბიბლუსის“ მაღაზიებში 26 სექტემბერს შემდეგ წიგნებზე: რეი ბრედბერი - "ბოროტი მოდის"; რეინბოუ რაუელი - "ელინორი & პარკი"; ერნესტ კლაინი - "პირველი მოთამაშე, მოემზადე".
„1 ოქტომბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით კი, კვირეულის ფარგლებში, 30%-იანი ფასდაკლება იქნება "ლიბერთინსის" აქსესუარებზე „ბიბლუსის“ მთელს ქსელში.
2 ოქტომბერს თბილისის "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) გაიმართება მარკუს ზუზაკის წიგნების "თიხის ხიდისა" და "წიგნის ქურდის წარდგენა", რომლის ფარგლებშიც, "ბიბლუსის" 30-ლარიანი და 50-ლარიანი ვაუჩერები გათამაშდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.