საქართველო საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) და მსოფლიო საქმიანი ტურიზმის ასოციაციის (ICCA) ეგიდით, 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის სემინარი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიების მასპინძლად საქართველო მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. სემინარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის მხარდაჭერით გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ღონისძიება ბათუმში ჩატარდეს, რაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა აჭარაში ზამთრის სეზონზე საერთაშორისო და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის.

ღონისძიების ჩატარების შესახებ დეტალები მადრიდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა შეხვედრაზე განიხილეს.

„მოხარულები ვართ, რომ ბევრი შრომისა და მონდომების შედეგად საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანი ტურიზმის ღონისძიება გაიმართება. ერთი მხრივ, ეს დაეხმარება აჭარის რეგიონს და მის პოზიციონირებას, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, მეორე მხრივ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ჩვენი საკონვენციო ბიუროს წევრებს, რომ სრულიად უსასყიდლოდ დაესწრონ საქმიანი ტურიზმის სემინარს, რომელსაც ICCA და UNWTO მსოფლიო დონის ექსპერტები გაუძღვებიან”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„მიმდინარე წლის დეკემბერში ძალიან საინტერესო სემინარის ჩატარების შესახებ შევთანხმდით, ვფიქრობ, ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება, რომ საქართველო წარმოჩინდეს როგორც საქმიანი ტურიზმის კუთხით განვითარებული ქვეყანა. ვფიქრობ ეს სემინარი ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან“, - აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო