დავით ბაქრაძე ბესელიას მანდატზე - ძალადობა დასაგმობია, მაგრამ უმრავლესობის წევრების გულწრფელობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რეაქცია ექნებთ საკუთარ დეპუტატებზე

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალადობა არის დასაგმობი, მაგრამ მათ გულწრფელობას დავიჯერებ მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველ რიგში რეაქცია ექნებთ საკუთარ დეპუტატებზე“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეკა ბესელია სადეპუტატო მანდატს დატოვებს.

„რა თქმა უნდა, ცალსახად მიუღებელია პარალმენტში ფიზიკური დაპირისპირება და აგრესია, მაგრამ „ქართული ოცენება“ ის გუნდია, რომლის დეპუტატებიც წლების განმავლობაში დაკავებული არიან აგრესიით ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფაქტი, პარალამენტში როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი. როდესაც მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პლენარულ დარბაზში სესიის დროს. არასდროს „ქართულ ოცნებას“ და მმართველ გუნდს ამაზე არ ჰქონია რეაქცია. რეაქცია ჰქონდათ მაშინ, როდესაც ეკა ბესელია შეეხო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ძალადობა დასაგმობია, მაგრამ მათ გულწრფელობას დავიჯერებ მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველ რიგში რეაქცია ექნებათ საკუთარ დეპუტატებზე, ვინც ძალადობს ოპოზიციონერ დეპუტატებზე, ვინც ილანძღება პლენარულ დარბაზში, ვინც ფიზიკურად უსწორდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ეს სტილი დანერგა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც. ახლა ვიმყოფებით რამდენიმე კილომეტრში კორცხელიდან, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. უსასტიკესი ანგარიშსწორება პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლის გამოც არავინ დასჯილა და მოძალადეები დღეს წახალისებული არიან. „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ გმობს ძალადობას და რიცხავს ეკა ბესელიას, ჯერ დასაჯონ მოძალადეები საკუთარ რიგებში“, - განაცხადა დავით ბაქარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა