ბათუ ქუთელია - კატასტროფული შეცდომა იქნება, თუ ხელისუფლება რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატით ჩაანაცვლებს ჟენევის მოლაპარაკებებს

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, კატასტროფული შეცდომა იქნება, თუ ეს ხელისუფლება რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატით ჩაანაცვლებს ჟენევის მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე დაუშვებელია არამხოლოდ ფორმატის ჩანაცვლება, არამედ რაიმე ფორმით საერთაშორისო პარტნიორების შეზღუდვა ჟენევის მოლაპარაკებებსა და ზოგადად, საქართველოს დეოკუპაციის პროცესში.

როგორც ქუთელიამ აღნიშნა, რუსეთს დღეს საქართველოზე ზემოქმედების გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია.

„ძალიან ბევრი კითხვაა, ვიდრე პასუხი შეხვედრის წინა პერიოდთან დაკავშირებით, „გავრილოვის ღამით“ დაწყებული, რუსეთის პრეზიდენტის რეაქციით ამაზე, შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების რეაქციით. მთელ ამ პროცესს თუ დავაკვირდებით, ერთი რამ ცხადია, დღეს, საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, 2012 წელს გაცხადებული ფორმულით, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის პრობლემა, რაც საფუძველშივე მცდარი იყო, ამის შედეგად დღეს რუსეთს აქვს გაცილებით უფრო მძლავრი ბერკეტები საქართველოზე, ვიდრე ოდესმე ჰქონდა. განსაკუთრებით, არაპირდაპირი ბერკეტები - ოკუპაციის გარდა, ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები რუსეთთან არის არათანმიმდევრული,“- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

როგორც ბათუ ქუთელია ამბობს, თუკი საქართველოს რაიმე გამარჯვება ჰქონია რუსეთთან მიმართებით, ეს იყო სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის შედეგად. ამ კონტექსტში ქუთელია იხსენებს კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც და აცხადებს, რომ არაგამჭვირვალე ურთიერთობები ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა