რომან გოცირიძე - პარლამენტში ბუზმაც რომ გაიფრინოს, ვერც ზარდიაშვილი და ვერც ვერავინ თითსაც ვერ აუქნევს, იფიქრებენ ივანიშვილის მიერ შემოგზავნილი დრონი ხომ არ არის

"პარლამენტში ბუზმაც რომ გაიფრინოს, ვერც ზარდიაშვილი და ვერც ვერავინ თითსაც ვერ აუქნევს. იფიქრებენ ივანიშვილის მიერ შემოგზავნილი დრონი ხომ არ არის, რაღაცას ხომ არ იწერსო. ბუზსაც კი არ ჩამოაგდებენ ივანიშვილისგან დაუკითხავად და ის უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ყველაფერს თვითშემოქმედებით აკეთებენ?"- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ გუშინ ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიზანმიმართულად გამოიწვია.

მისივე თქმით, ივანიშვილს პარლამენტში "ქოფაკი ძაღლები" ჰყავს, რომლებსაც "მიუქსევს იმას, ვისზე ზემოქმედებაც კონკრეტულ დროს არის საჭირო."

„შეუძლებელია, რომ ზარდიაშვილის მსგავსმა დეპუტატებმა რამე გააკეთონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. შეიძლება ემოციურად ერთხელ რამე შეცდომა მოგივიდეს, ჯანდაბას ორჯერ, მაგრამ როდესაც მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე პროგრამით მოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ვიღაცის მიერ წახალისებული. აქ ბუზმაც რომ გაიფრინოს, ვერც ზარდიაშვილი და ვერც ვერავინ თითსაც ვერ აუქნევს. იფიქრებენ ივანიშვილის მიერ შემოგზავნილი დრონი ხომ არ არის, რაღაცას ხომ არ იწერსო. ბუზსაც კი არ ჩამოაგდებენ ივანიშვილისგან დაუკითხავად. ჩვენ ის უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ყველაფერს თვითშემოქმედებით აკეთებენ? ეს არის პოლიტიკურად გავლენიანი ადამიანების და ბიზნესის დაშანტაჟების პოლიტიკა, რომ ემსახურონ "ქართულ ოცნებას". შანტაჟით და მოსყიდვით არსებობს "ქართული ოცნების" უმრავლესობა. აი ეს არის ის მაგნიტი, რომლითაც მეტ-ნაკლები სიმყარე აქვთ შენარჩუნებული, მაგრამ ეს მაგნიტი ერთხელ დაიმსხვრა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგეს და ახლა წინასაარჩევნოდ კიდევ დავინახავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მორიგ მსხვრევას.

ივანიშვილს პარლამენტში ქოფაკი ძაღლები ჰყავს. მიუქსევს იმას, ვისზე ზემოქმედებაც კონკრეტულ დროს არის საჭირო. მაგალითად, ზოგს ნიკა მელიას მიუქსევს, ზოგს - ეკა ბესელიას, ზოგს - სხვა ოპონენტებს. ივანიშვილს ჰყავს ყველაფრის მკადრებელი ჯგუფი, რომელსაც იყენებს სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს დაცინვა, ბულინგი, უხეშობა, შანტაჟი და ა.შ. ეს არის ის არსენალი, რომელიც ივანიშვილს გააჩნია და ამ არსენალში ასეთი აგრესიული, მყეფარე ძაღლების როლს პარლამენტშიც თამაშობენ ზოგიერთები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა