მამუკა ვასაძის ინფორმაციით, ფონდ "იავნანას" საქმეზე რომელიმე პირის პასუხისგებაში მისაცემად გამოძიებას ჯერ შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულება არ მოუპოვებია

მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, ფონდ "იავნანას" საქმეზე რომელიმე პირის პასუხისგებაში მისაცემად ჯერ გამოძიებას არ მოუპოვებია შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულება. აღნიშნულის შესახებ მამუკა ვასაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი აბესაძე დაინტერესდა 3 წლის განმავლობაში ფონდ "იავნანას" საქმეზე რატომ არავინაა პასუხისგებაში მიცემული და ხომ არ იყო ეს პაატა ბურჭულაძის, როგორც ივანიშვილის ოპონენტის დისკრედიტაციის მცდელობა.

"საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე. ამ ეტაპისთვის არ არსებობს ჯერ იმ სტანდარტის მტკიცებულება",- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

თავის მხრივ, ირაკლი აბესაძემ მთავარი პროკურორის მოადგილეს შეახსენა, რომ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანომ ამ საკითხზე, ისევე, როგორც "თიბისი ბანკის" საქმეზე არაერთი ბრიფინგი ჩაატარა.

"თუმცა არსებობდა იმ სტანდარტის მტკიცებულებები, რომ ბრიფინგები გეტარებინათ და ამ ადამიანების დისკრედიტაციაში თქვენი როლი შეგეტანათ ისევე, როგორც "თიბისი ბანკის" შემთხვევაში, როდესაც პროკურატურამ წინ გაუსწრო ყველაფერს, ჯერ ბრალი არ ჰქონდათ წაყენებული ადამიანებს, როცა უკვე დამნაშავეებად გამოაცხადეთ", - უპასუხა ირაკლი აბესაძემ მამუკა ვასაძეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს