სოფო კილაძე - მაკვირვებს, რატომ უნდა ოპოზიციას იყოს დასავლეთზე მეტი დასავლელი, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება

მაკვირვებს, რატომ უნდა ჩვენს ოპოზიციას იყოს დასავლეთზე მეტი დასავლელი, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას მიესალმება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა პლატფორმას, ქვეყნის ინტერესებისთვის.

„კარგია ის, რომ ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით აღვნიშნავდი ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მე უბრალოდ მაკვირვებს, რატომ უნდა ჩვენს ოპოზიციას იყოს დასავლეთზე მეტი დასავლელი, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ამ შეხვედრას მიესალმება, სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”,- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს