ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის უმსხვილესი კორპორაცია, შანხაიში ქართული პროდუქტების იმპორტის მხარდაჭერას „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით გეგმავს

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ის დელეგაცია ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა და „საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ქართული ნატურალური პროდუქტების შანხაისა და ნანძინში იმპორტის ხელშეწყობას გეგმავს. ამასთან, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია ფონდის ჩართულობით ქართველ მეწარმეებს ამა წლის ნოემბერში დაგეგმილი ჩინეთის ყოველწლიურ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე იწვევს.

ჩინურ კორპორაცია „DLG International Trade Group“-ს წელიწადში 15 მლრდ-ზე მეტი მოცულობის ბრუნვა აქვს და ექსპორტის მომსახურების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანის რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს. დელეგაციას კორპორაციის პრეზიდენტი დევიდ ხუა ხელმძღვანელობს.

„დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი შანხაის ბაზარზე. ჩვენ ქართული პროდუქტის გაყიდვების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რასაც ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ასევე, შანხაისა და ნინძინში გრძელვდიანი საგამოფენო სივრცეების ათვისებაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადეს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის წარმომადგენლებმა.

ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია „DLG International Trade Group“ -ისა და Donaghao Lansheng Group-ის წარმომადგენლებმა მიიღეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ფონდში მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული „თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების“ ხელშეკრულების ფარგლებში, გააქტიურების შესახებ იმსჯელეს.

„საპარტნიორო ფონდი მზად არის, ქართულ კომპანიებს ჩინეთის უდიდესი ბაზრის ათვისებასა და ქართული ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაში დაუჭიროს მხარი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ფონდში გამართულ შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა