გერმანული მედია - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმილი ოპერაცია იყო

გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას კრიმინალური სარჩული არ გააჩნია, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია Bellingcat, The Insider, Dossier Center и Spiegel Online-ის ერთობლივად ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც გამოძიების მონაწილეები ამტკიცებენ, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვი ბერლინში სხვისი სახელით და გვარით გაემგზავრა რუსეთის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით.

გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო დამნაშავის პიროვნება ჯერ კიდევ დგინდება. გარდა ამისა, Spiegel-ის პუბლიკაციაში მოყვანილია 49 წლის ვადიმ სოკოლოვის ანკეტის ფოტოასლი, რომლის მიხედვითაც, მან 2019 წლის ივლისში მიიღო რუსეთის ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელის ნომერი. გერმანული გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ მისამართზე, სადაც სოკოლოვი ცხოვრობდა, ასეთი სახელითა გვარით ადამიანს არ იცნობენ. გარდა ამისა, გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ სოკოლოვის სამსახურის ტელეფონი სრულიად ემთხვევა იმ კომპანიის ტელეფონის ნომერს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია.

მოხსენებაში უარყოფილია ჰიპოთეზა, რომ სოკოლოვი და პოლიციის ყოფილი მაიორი ვლადიმერ სტეპანოვი, რომელიც რუსეთში 24 წლიან სასჯელს იხდიდა, ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ეს მანამდე ივარაუდებოდა.

„წყარო ადასტურებს, რომ 2019 წლის სექტემბრის შუა პერიოდის მონაცემებით, სტეპანოვი ჯერ კიდევ იხდიდა სასჯელს“ - წერენ ავტორები.

მათი მონაცემებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, შემდეგ ვარშავაში, სადაც ხუთი დღის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში ის ბერლინში იმყოფებოდა, რაც მიუთითებს მის განზრახვაზე, დაბრუნებულიყო ვარშავაში ბერლინის ოპერაციის შემდეგ.

ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა