ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფრომაციით, სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი. აქტივობებში ჩართვა 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

28 სექტემბერს, 13:00 საათზე სპორტული სოფლის წარდგენაა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები მიიღებენ. ასევე, ღონისძიებას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

„პარალელურად, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება გარბენი. 17:00 საათზე კი, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენი გუნდი ყაზახეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სპორტის კვირეულს საქართველო მეორედ მასპინძლობს. კვირეულის ორგანიზატორი ევროკომისიაა. კვირეულს კოორდინაციას უწევს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა