გიორგი კანდელაკი - საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო პრეზიდენტი,ზურაბიშვილი ქუჩაში უშვებს მკვლელებს, ყაჩაღებს, ნარკორეალიზატორებს

„საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მათი წყარო არის სანდო და თუ დაწყებული გამოძიება აღმოჩნდება ფორმალური, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ეს სრულიად სამარცხვინო კომენტარი, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე სიტუაციას, მაშინ, როცა მრავალი წლით პატიმრობა ემუქრებათ, იგივე გავრილოვის პატიმრებს, პოლიციელის ფარის ჯაჯგურისთვის, რასაც ჩვენ არ ვამართლებთ, მაგრამ ამ დროს ქალბატონი ზურაბიშვილი ქუჩაში უშვებს პოლიციელის მკვლელებს, ყაჩაღებს, ნარკორეალიზატორებს და ასე შემდეგ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ, პროკურატურისთვის მიწოდებულ ინფორმაცია და ჩვენი წყარო არის სარწმუნო, ეს გამოძიება უნდა გაგრძელდეს. თუ ეს გამოძება აღმოჩნდება მხოლოდ ფორმალური, რისი საშიშროებაც არსებობს, ამ შემთხვევაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა კანდელაკმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისათვის, რადგან შეწყალების სიაში ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი ფიგურირებს, კანდელაკმა ასე უპასუხა: „თუნდაც იგივე პოლიციელის მკვლელი პირი იყო „კანონიერ ქურდთან“, ლავასოღლისთან დაკავშირებული. მან ამ მკვლელობამდე, როცა საჯაროდ მოკლა პოლიციელი მუკბანიანი, რამდენიმე პოლიციელი სასტიკად სცემა და არანაირი პრობლემა არ იყო, იგი არც ციხეში წასულა და არც არაფერი. მანამდეც, ამ წლების განმავლობაში, თუნდაც ამ კრიმინალურ ავტორიტეტს „ქართული ოცნება“ იყენებდა სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს კიდევ ერთი,მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ გადაჭირთ უნდა ვუთხრათ უარი ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო