მაია ცქიტიშვილი - შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა ხდება

„შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად მთელ საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, შეწყალების პროცესი გულისხმობს სწორედ იმას, რომ დამნაშავის შეწყალება ხდება და როგორც ვიცით, ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პრაქტიკულად, პრეზიდენტს ან მონარქს ყველა ქვეყანაში აქვს შეწყალების უფლება. შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა. როგორც ვისაუბრეთ, ბევრ ჩვენგანს, პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ რომელი კატეგორიის დამნაშავეებზე უნდა გავრცელდეს შეწყალება პირველ რიგში, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რათა ჩვენ ასეთი კითხვები არ გვქონდეს და ყველანი ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ შეწყალების პროცესი წარიმართება სწორად და გამართულად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო