ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული 45-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს

თბილისში, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებული დაახლოებით 45 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ განუცხადა, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი გამოცხადდა, რომლებმაც დროულად შეაფასეს სიტუაცია და 18 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის ორი პირის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

როგორც ადგილობრივებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოს ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, თუმცა გამაგრებაზე უარს ეუბნებიან.

„დღეს მეორე სართულის საცხოვრებელი ბინის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია. ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია“, - აღნიშნა კორპუსში მცხოვრებმა პირმა.

ადგილზე იმყოფება კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი, რომლებსაც კორპუსში სავარაუდოდ, 10 წუთით შეუშვებენ საკუთარი ნივთების ასაღებად.

ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა