საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს აღნიშნავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, წელს საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას საქართველო მეორედ უერთდება.

სპეციალურად კვირეულისთვის, ვერის ბაღში სპორტული სოფელი მოეწყო. სოფელში სპორტის სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი. აქტივობებში ჩართვა 29 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სპორტული სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართა. პარალელურად, სპორტულმა ფედერაციებმა სპორტის სხვადასხვა სახეობა წარადგინეს. სპორტულ სოფელში მოეწყო ამერიკული კუთხე, სადაც აშშ-ის წარმოების სპორტული და რეტრო ავტომობილებია წარმოდგენილი.

სხვადასხვა აქტივობაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის, სამინისტროს, თბილისის მერიისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ჩაერთნენ. დღესვე, ლერი ხაბელოვი ევროპის სპორტის კვირეულის საპატიო ელჩად აირჩიეს.

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა გარბენი. საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კი პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა. შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა ყაზახეთს უმასპინძლა.

კვირეული საზეიმოდ 23 სექტემბერს, ბათუმში გაიხსნა და 30 სექტემბერს დასრულდება. სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას. ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო