ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიამ ქუთაისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზარალს საგანგებო შტაბი ითვლის. . ბოლო მონაცემებით, ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. დაიტბორა სახლები, ცენტრალური საავდმყოფოს სარდაფი, სასტუმროები და სხვა ობიექტები.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისათვისაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის. უხვმა ნალექმა ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წყლით ძირითადად, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. თანამშრომლები ადგილზე გადიან ყველგან, სადაც ცხელი ხაზით ფიქსირდება გამოძახება. მოგვიანებით დაიწყება ზარალის დათვლა. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყლის ამოტუმბვა სახლებიდან და სარდაფებიდან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ამ დროისთვის ქუთაისში აღარ წვიმს.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის