ბორჯომში სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს

ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მუერნეობის სამინისტორდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ გახსნეს.

„ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, სამრეწველო საქმიანობებისათვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, შემცირებასა და კონტროლს.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა