მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის გაეროში გამოსვლაზე - ვერ ვიტყვით, რომ რამე დააკლო გამოსვლას, თუმცა შეიძლება კიდევ უკეთესი ყოფილიყო - კიდევ უფრო მკაფიო, კიდევ უფრო ხისტი

საპარლამენტოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კარგი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა შეიძლებოდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი, ხისტი და მკაფიო ყოფილიყო. აღნიშნული პოზიცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ დააფიქსირა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შედიოდა თუ არა ეროვნულ ინტერესებში ის, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ერთხელ მაინც მკაფიოდ ეხსენებინა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არის თუ არა ამის მიმართ კრიტიკული მდინარაძემ უპასუხა - „დიახ, მინდა რომ ობიექტური ვიყო.“

„ვერ ვიტყვით, რომ რამე დააკლო გაეროში გამოსვლას, თუმცა შეიძლება კიდევ უკეთესი ყოფილიყო. კიდევ უფრო მკაფიო, კიდევ უფრო ხისტი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოსვლა ჰქონდა ძალიან კარგი შეეხო ყველა თემას, არ გამოუტოვებია მნიშვნელოვანი თემები და ქვეყნის ძირითადი გამოწვევები. ზოგადად ჩვენ, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების დიდი დიაპაზონი არ გვაქვს და ამ დიაპაზონში მაქსიმალურს ვაკეთებთ. განსხვავებით 2008-2012 წლებისა, როდესაც ჰააგაში რეალური მტკიცებულებებიც არ ჰქონიათ წარდგენილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა