გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის წარმომადგენლები მერიას მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებენ

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ქუთაისის წარმომადგენლები მერიას მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებენ.

გაერთიანების წევრები ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ თუ მერიის შენობა რეალურად სხვისდება, ამის შესახებ მოსახლეობას დროულად უნდა გააგებინონ.

გაერთიანების წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მეტი კომინიკაციისკენ მოუწოდეს.

„ბოლო დროს ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე. სახელდება რამდენიმე ლოკაცია, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის განთავსება იგეგმება. საზოგადოებისათვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე არ არსებობს ოფიციალური ვერსია, რაც ვფიქრობთ, მინიმუმ მოსახლეობის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ჩვენი, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მოთხოვნაა, რომ მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა. რა ფასით და რა საინვესტიციო პირობით იქნება წარმოდგენილი აუქციონზე ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაჩინო, ნაწილი? ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ყველა დეტალი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ლოკაციის ცვლილებასა და აღნიშნული შენობის მომავალს უკავშირდება“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

გაერთიანებამ დღეს მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიის შენობა სხვისდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო