გიგა ბოკერია - სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,"- აღნიშნავს გიგა ბოკერია.

დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ბრიფინგი მიეძღვნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი