პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა - ჩემი შვილი თბილისში თარაშ მუკბანიანის სახელზე ტაძარს აშენებს

მე ყველა მტკიცებულება მქონდა, რომ ჩემს შვილს არ ეკუთვნოდა ის სასჯელი, - ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედამ ნაზი ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამაზ დევაძის შეწყალების მოთხოვნით ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო მაშინ ეს პროცესი შეჩერდა.

„ყველა მტკიცებულება მივიტანე, ყველა ფურცელი თვითონ მარგველაშვილს ეჭირა ხელში. დადებით პასუხს ველოდებოდი, რომ ჩემს შვილს შეიწყალებდა, მაგრამ შეწყალება აღარ ყოფილა", - აღნიშნა ნაზი ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, თარაშ მუკბანიანის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ისინი სასამართლოში არ დადიოდნენ.

ნაზი ბოლქვაძის თქმით, რამაზ დევაძეს ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, რათა ის შეეწყალებინათ.

"ყველას ხელწერილი მაქვს სახლში. კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის... ყველა მტკიცებულება მაქვს ოჯახში და შეუძლიათ შეამოწმონ", - აღნიშნა რამაზ დევაძის დედამ.

ამასთან, ნაზი ბოლქვაძის განმარტებით, რამაზ დევაძე თბილისში თარაშ მუკბანიანის სახელზე ტაძარს აშენებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა