ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

ვახტანგ გომელაურმა მისიის ხელმძღვანელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს