თამარ იოსელიანი - საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა, როგორც გაერო-ს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროდან აცნობეს, სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების“ (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის ეროვნულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ელემენტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ხედვაზე ისაუბრა.

„საქართველო ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში (GloMEEP). ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით მოხერხდა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა, რომლებიც უახლოეს თვეებში დაინერგება პრაქტიკაში და სხვა ქვეყნები შეძლებენ, ისარგებლონ ამ გამოცდილებით ნახშიროჟანგით დაბინძურების შესამცირებლად“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, დოკუმენტების შემუშავების პროცესში საქართველო აქტიურად თანამშრომლობდა საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (IMarEST).

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ქვეყნების თანამშრომლობასა და ახალი ტექნოლოგიების, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან პრევენციის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) მე-6 დანართში შესულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში და მიმართულია 2050 წლისათვის გემებისგან საერთო წლიური სათბური გაზების 50%-ით შემცირებისაკენ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.

გამოსვლაში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა განათლების საკითხზეც. მათ შორის, განსაკუთრებით გაესვა ხაზი გემების ენერგო ეფექტური მართვის შესახებ IMO-ს მოდელ კურსის როლს მეზღვაურების ცნობიერების ამაღლებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საზღვაო სფეროს 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე: ქალების როლის გაძლიერებაზე საზღვაო ინდუსტრიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს