ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 20 მილიონიანი ბიუჯეტის ათვისება ძალიან მცირე იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 20 მილიონიანი ბიუჯეტის ათვისება ძალიან მცირე იქნება.

როგორც კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტიდან, 20 მილიონი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის იყო განკუთვნილი. მისივე თქმით, პროგრამით დაინტერესებულთა აქტიურობა დაბალია.

„სააგენტოს 49 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან, 20 მილიონი არის საკრედიტო საგარანტიო ფონდი. ამის ათვისება ძალიან მცირე იქნება, რადგან საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. პრაქტიკულად ივლისიდან ამოქმედდა ეს პროგრამა, თუმცა ჯერჯერობით აქტიურობა მაინცდამაინც მაღალი არაა, შესაბამისად ვფიქრობ ეს რესურსი იქნება დაზოგილი“, - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ნინო წილოსანის განცხადებას, რომ მცირე და მიკრო გრატების პროგრამა პრაქტიკულად ჩავარდა, კაკაურიძის თქმით, ამ პროგრამისთვის წელს სააგენტოს ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილი არ ყოფილა.

„წლევანდელ ბიუჯეტში მიკრო და მცირე გრანტების კომპონენტი ჩადებული არ ყოფილა. მცირე გრანტების კომპონენტი დაახლოებით 15 მილიონი ლარი ჯდება და ეს სააგენტოს 49 მილიონიან ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა დაფინანსების მოძიება. ვფიქრობთ, მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს პროგრამა უკვე ასახული იქნება,“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1 აპრილიდან ამოქმედდა. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.

კომერციული ბანკები სქემაში 25 ივლისიდან ჩაერთვნენ. კონტრაქტს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ხელი 25 ივლისს მოეწერა და სქემაში საქართველოს საბანკო სექტორში მოქმედი 12 კომერციული ბანკი ჩაერთო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო